ტერაშვილი და ახალაური აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ #1TVSPORT
ტერაშვილი და ახალაური აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე ორი ქართველი – გიორგი ტერშვილი (73კგ) და გიორგი ახალაური (81კგ) გამოვიდნენ. ტურნირის წონის ლიდერი ტერაშვილი პირველივე შეხვედრაში უცნობ აზერბაიჯანელ სპორტსმენთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. ასევე წარუმატებლად იჭიდავა გიორგი ახალაურმაც,რომელმაც უკრაინელ ძიუდოისტთან გაფრთხილებებით წააგო და გრანდ სლემი ადრეულ ეტაპზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 19 წლის ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ქართველი, რომელიც 60კგ-ში ასპარეზობს, ტურნირის ფინალში ტაივანის წარმომადგენელ იანგს შეხვდა. სარდალაშვილმა წონის პირველი ნომერი ულამაზესი გდებით დაამარცხა და კარიერაში ამ დონის ტურნირი პირველად მოიგო. შეჯიბრებაზე ასევე წარმატებულად გამოვიდა ეთერ ლიპარტელიანიც, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.