ტერ შტეგენი უქმეებზე „აიაქსის“ ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT

20:23, 31.07.2026

„ბარსელონას“ მეკარეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ოფიციალურად წარადგენენ ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელად. ეს უახლოეს უქმეებზე მოხდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ. წყაროს ცნობით, გერმანელი შაბათს გაივლის სამედიცინო შემოწმებას და კონტრაქტსაც გააფორმებს ნიდერლანდურ კლუბთან.

უფრო ადრე იწერებოდა იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები ტერ შტეგენის „აიაქსში“ გადასვლასთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა და ჩაშლის პირას იყო. პრესის ინფორმაციით, კლუბებს შორის უთანხმოება წარმოიშვა მეკარის ხელფასის გადანაწილებაზე, თუმცა საბოლოოდ ეს პრობლემა მოგვარდა.

მსგავსი