ტერ შტეგენი ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT
ტერ შტეგენი ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT

„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი 2022-23 წლების სეზონის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს,

გერმანელმა დასრულებულ სეზონში „ბარსელონას“ რეკორდი დაამყარა „მშრალი“ მატჩების რაოდენობით. მან ესპანეთის პრიმერაში 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 26 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. წინა რეკორდი კლაუდიო ბრავოს ეკუთვნოდა, რომელმაც 2014-15 წლების სეზონში 23 „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.

საერთო ჯამში, ტერ შტეგენმა 20 გოლი გაუშვა. ლა ლიგაში საუკეთესო სერია მას 28 აგვისტოდან 9 ოქტომბრამდე ჰქონდა, როცა ზედიზედ ექვს მატჩში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი. ამ სეზონში გერმანელი მეკარისთვის გოლის გატანა შეძლეს მხოლოდ „რეალმა“ (ორივე შეხვედრაში), „სოსიედადმა“ (ორივე შეხვედრაში), „ესპანიოლმა“ (ორივე შეხვედრაში), „სელტამ“, „ვალიადოლიდმა“, „ოსასუნამ“, „ბეტისმა“, „ალმერიამ“ და „ვალეკანომ“.

ტერ შტეგენის ასეთი თამაშის დახმარებით, „ბარსელონამ“ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული.