ტერ შტეგენი „აიაქსში“ ითამაშებს #1TVSPORT

19:26, 27.06.2026

„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი კარიერას „აიაქსში“ გააგრძელებს.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, გერმანელი მეკარე ამსტერდამულ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს მთელი მომდევნო სეზონის განმავლობაში.

წყაროს ინფორმაციით, გარიგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა „აიაქსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიჩელ სანჩესმა, რომელთანაც ტერ შტეგენი „ჟირონაში“ გასულ სეზონში მუშაობდა.

34 წლის ტერ შტეგენის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი