ტექნიკური ხარვეზის გამო, „საბურთალოს“ მატჩი სხვა მოედანზე დაიწყო
ტექნიკური ხარვეზის გამო, „საბურთალოს“ მატჩი სხვა მოედანზე დაიწყო

დღეს „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგაში ოცდამეოთხე ტური მთავრდება.

20:00 საათზე მეორე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა დაწყებულიყო – „საბურთალო“ გორის „დილას“ წინააღმდეგ. მაგრამ შეხვედრა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ის გახდა, რომ სტადიონის განათების სისტემა ვერ ჩაირთო. ამის გამო, შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გადაიტანეს.

მატჩი ამ დროისთვის მიმდინარეობს.