ტექნიკის კონკურსი ბამ ადებაიომ მოიგო (ვიდეო)
ტექნიკის კონკურსი ბამ ადებაიომ მოიგო (ვიდეო)

ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსების გარდა დღეს საუკეთესო კალათბურთელი ტრადიციულად ტექნიკის დემონსტრირებაშიც გამოვლინდა (skills), რომლის გამარჯვებული „მაიმის” წევრი ბამ ადებაიო გახდა.

თავდაპირველად პირველ რაუნდში ადებაიომ „ბრუკლინელი” სპენსერ დინვიდი დაამარცხა. მეორე ეტაპზე „ტორონტოს” პასკალ სიაკამზე უკეთესი გამოდგა.

ფინალში კი ადებაიოს მეტოქე გოგა ბითაძის თანაგუნდელი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ნახევარფინალში კრის მიდლტონი გამოთიშა ასპარეზობიდან.

საბოლოოდ ადებაიომ ლიტველს ფინალში აჯობა და კონკურსის გამარჯვებული გახდა.