თეონა სტურუა ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა #1TVSPORT
თეონა სტურუა ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა #1TVSPORT

თეონა სტურუა ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა – ის ფიფა-ს 2023 წლის სიაში პირველი ქართველი ქალი მთავარი მსაჯია, რაც საერთაშორისო შეხვედრების განსჯის უფლებას აძლევს.

თეონა სტურუა ფეხბურთს ქუთაისის „მართვეს“ შემადგენლობაში თამაშობდა, არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ორჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ოთხი წლის განმავლობაში ირიცხებოდა საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებში.

2016 წლიდან იყო საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი. ქუთაისის „მართვეს“ შემადგენლობაში ქალთა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები ითამაშა. სამსაჯო კარიერა 2018 წლიდან მსაჯის ასისტენტად დაიწყო, შემდეგ კი მთავარი მსაჯი გახდა.

2023 წლისთვის, თეონა სტურუასთან ერთად, ფიფა-ს საერთაშორისო მსაჯის სტატუსი კიდევ ორ ქართველ ქალ არბიტრს აქვს – ხათუნა მაისურაძე და ქეთევან გაიპარაშვილი საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტები არიან.