მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტეო ერნანდესი „მილანს“ დატოვებს, – ინფორმაციას ფრანგი სპორტული ჟურნალისტი გუილამე პაჩინი ავრცელებს.
მოქმედი კონტრაქტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველს იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
„მილანი“ მიმდინარე სეზონში ერნადესის თამაშის ხარისხით უმაყოფილოა, თუმცა არ სურს, მისი კონტრაქტის ამოწურვას დაელოდოს და მას უფასოდ შეელიოს. შესაბამისად, ზაფხულში სატრანსფერო წინადადებებს მოუსმენს.
ტეო ერნანდესი 2019 წელს „მილანმა“ მადრიდის „რეალიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. 2022 წელს მან გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო.