ტეო ერნანდესი კარიერას „ალ ჰილალში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ტეო ერნანდესი კარიერას „ალ ჰილალში“ გააგრძელებს #1TVSPORT

„მილანის“ მარცხენა მცველი ტეო ერნანდესი საფეხბურთო კარიერას საუდის არაბეთის ლიგის გუნდში, „ალ ჰილალში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო მიმომხილველის ცნობით, ერნანდესმა არაბულ კლუბთან პირადი კონტრაქტის შესახებ შეთანხმებას ორი კვირის წინ მიაღწია, ხოლო ახლა ტრანსფერის შესახებ კლუბებმა მოილაპარაკეს.

„მილანი“ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს. ერნანდესი „ალ ჰილალთან“ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს.

ტეო ერნანდესი „მილანმა“ 2019 წელს შეიძინა. გუნდთან ერთად 2022 წელს მან სერია A მოიგო.