თენგო ზირაქაშვილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თენგო ზირაქაშვილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

ლუქსემბურგში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე დღეს სამი ქართველი ძიუდოსტი გამოვიდა, რომელთაგან 60კგ-ში მოასპრეზე გიორგი სარადალიშვილი ფინალში იჭიდავებს. ასევე წარმატებულად გამოდის ტურნირზე თენგო ზირაქაშვილიც (66კგ), იგი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

სარდალიშვილის მეტოქე ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი ძიუდოისტი იქნება, ზირაქიშვილი კი მესამე ადგილისთვის უკრაინელ სპორტსმენთან იჭიდავებს. მესამე ძიუდოისტი ეთერ ასკალიშვილი (57კგ) ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მამაკაცთა შემადგენლობაში მძიმე წონები გაორებულია, რის გამოც 73 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება. 100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვების მთავარი ფავორიტი ილია სულამანიძეა, რომელიც წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დატოვე კომენტარი