„ტენერიფეს“ მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
„ტენერიფეს“ მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. ესპანური გუნდი სტუმრად ლატვიაში „ვეფ რიგას“ დაუპირისპირდა და ფაქტობრივად წაგებული მატჩი შემოატრიალა (64:68).

რიგელები მესამე პერიოდის შემდეგ ანგარიშით 55:42-ს იგებდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. გადამწყვეტი მეოთხედი „ტენერიფემ“ ანგარიშით 9:26 მოიგო და საბოლოოდ ოთხი ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

გიორგი შერმადინმა მოედანზე 20 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 8 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა. ტენერიფელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვნი წვლილი გაბრიელ ლუნდბერგმა შეიტანა, რომელიც 15 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.