„ტენერიფემ“ „უნიკახა“ დაამარცხა, გიორგი შერმადინი კი მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდა (ვიდეო)
„ტენერიფემ“ „უნიკახა“ დაამარცხა, გიორგი შერმადინი კი მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდა (ვიდეო)

„იბეროსტარ ტენერიფემ“ ლიგა ენდესაში მიყოლებით მე-6 მატჩი მოიგო და მალაგას „უნიკახა“ სტუმრად დაამარცხა -86:79.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინი ამ შეხვედრაში თავის ყოფილ კლუბს, „უნიკახას“ დაუპირისპირდა და ამ უკანასკნელის დამარცხებაში მთავარი როლი შეასრულა.

ქართველმა კალათბურთელმა ბრწყინვალედ ითამაშა, მიითვალა რა 22 ქულა, შვიდი მოხსნა, სამი პასი და ერთი დაფარება.

შერმადინმა რვა ორქულიანი, შვიდიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო და მხოლოდ ერთი სროლა გააფუჭა, მის წინააღმდეგ კი ექვსჯერ დაჯარიმდნენ.

თამაშის ბოლოს, როცა კალათბურთელების მონაგარი დაჯამდა, გიორგი შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 შეადგინა და „ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერი მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) დასახელდა.

„ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება.