„ტენერიფემ“ „სარაგოსა“ დაამარცხა - გიორგი შერმადინის ანგარიშზე 8 ქულაა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „სარაგოსას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 106:97 გაიმარჯვა. მატჩის მსვლელობისას სტუმრები ლიდერობდნენ და ბოლო მეოთხედსაც 75:71-ით უპირატესობით შეხვდნენ.
თუმცა, გადამწყვეტი პერიოდი მასპინძლებისთვის წარმატებული აღმოჩნდა – „ტენერიფემ“ ბოლო მეოთხედი 35:20 მოიგო და სეზონში მეათე გამარჯვება მოიპოვა.
გიორგი შერმადინმა შეხვედრაში 16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. მან 3 მცდელობიდან 1 ორქულიანი ჩააგდო და 6 საჯარიმო სროლა 100%-იანი სიზუსტით შეასრულა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ტენერიფემ“ 20 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.