„ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზიდეზედ მეშვიდე მატჩი მოიგო, შერმადინი საუკეთესო იყო (ვიდეო)

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მე-7 ტურის მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“. ესპანურმა გუნდმა საკუთარ არენაზე გერმანული „ბამბერგი“ მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა (82-64). ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო.

მოედანზე გატარებულ 24 წუთში შერმადინმა 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) შერმადინი გუნდში მხოლოდ მარსელინიო უერტასს (20) ჩამორჩა. „სი“ ჯგუფში პირველი წრე დასრულდა და შერმადინის გუნდი 7-დან 7 მოგებით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. პლეი ოფში 4 საუკეთესო გადის. 10 დეკემბერს „ტენერიფე” მორიგ შეხვედრას სტუმრად „ნიჟნი ნოვგოროდთან“ გამართავს.