თენ ჰანი და პოჩეტინო „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილებიან
თენ ჰანი და პოჩეტინო „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილებიან

როგორც გერმანული გამოცემა Sport1 ირწმუნება, „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიკო კოვაჩის მომავალი მეტად ბუნდოვანია. ხორვატი სპეციალისტის პოზიციები უფრო მეტად შეირყა გერმანიის თასის 1/16 ფინალში მეორე ბუნდესლიგის გუნდ „ბოხუმთან“ რთული გამარჯვების (2:1) შემდეგ. გერმანიის ჩემპიონი 83-ე წუთამდე აგებდა შეხვედრას.

კოვაჩით უკმაყოფილოა „ბაიერნის“ მოთამაშეთა დიდი ნაწილი. ისინი ვერ ხედავენ ამ მწვრთნელში ადამიანს, რომელსაც შეუძლია გუნდის გაძღოლა, ასევე უწუნებენ მას არალოგიკურ საკადრო გადაწყვეტილებებს.

წყაროს ცნობით, „ბაიერნში“ მთავარი მწვრთნელის შეცვლას განიხილავენ. ფავორიტად მიიჩნევა „აიაქსის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ერიკ თენ ჰაგი, რომელიც ადრე მუშაობდა მიუნხენურ კლუბში და მზად არის დაბრუნებისთვის. ჭორების თანახმად, „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორს ჰასან სალიჰამიჯიჩს უფრო მეტად „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურა ხიბლავს.