თენ ჰაგმა „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობას ლაუტაროს შეძენა პირადად სთხოვა #1TVSPORT
თენ ჰაგმა „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობას ლაუტაროს შეძენა პირადად სთხოვა #1TVSPORT

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ფორვარდის შეძენა იქნება.

გამოცემა Fichajes-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ თენ ჰაგმა პირადად სთხოვა ხელმძღვანელობას „ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის შეძენა. წერენ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი „იუნაიტედში“ ახალგაზრდა ფორვარდის, რასმუს ჰოილუნდის ერთგვარი მასწავლებელი უნდა გახდეს.

ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ლაუტაროს ფასი. მისი სატრანსფერო ღირებულება 94 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ლაუტარო მარტინესი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობს და 268 ოფიციალურ მატჩში 124 გოლი გაიტანა.