თემურ ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა - კვიპროსის ნაკრები ნორვეგიასა და საქართველოსთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს #1TVSPORT
თემურ ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა - კვიპროსის ნაკრები ნორვეგიასა და საქართველოსთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს #1TVSPORT

ევრო 2024-ის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფში კვიპროსის ნაკრები ნორვეგიას 12 ოქტომბერს უმასპინძლებს, ხოლო 15 ოქტომბერს თბილისში საქართველოს დაუპირისპირდება.

ამ ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ 25 მოთამაშე შეარჩია:

მეკარეები: ჯოელ მოლი („სერვეტი“, შვეიცარია), მაიკლ ნეოფიტოსი („ანორთოსისი“, კვიპროსი), დიმიტრი დიმიტრიუ („აპოლონი“, კვიპროსი)

მცველები: ანდერსონ კორეა, პავლოს კორეა (ორივე – „ანორთოსისი“, კვიპროსი), მარიოს ანტონიადისი („დოქსა“, კვიპროსი), ნიკოლას პანაიოტუ („ომონია“, კვიპროსი), ანდრეას კარო („ოფი“, საბერძნეთი), კოსტას პელეასი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი), ნიკოლას იოანუ („კომო“, იტალია), სტელიოს ანდრეუ („შარლერუა“, ბელგია)

ნახევარმცველები: სტავროს გავრიელი, კირიაკუ ჩარალამბოსი (ორივე – აპოელ-ი, კვიპროსი), იოანის კოსულოსი, ხარალამბოს ხარალამბუსი (ორივე – „ომონია“, კვიპროსი), იოანუ მიხალისი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ალექსანდრე გოგიჩი („სენტ მირენი“, შოტლანდია), გრიგორის კასტანოსი („სალერნიტანა“, იტალია), ჰექტორ კვიპრიანუ („პიტერბორო“, ინგლისი)

თავდამსხმელები: დიმიტრი ქრისტოფი, მარიოს ილიასი (ორივე – „ახნა“, კვიპროსი), ანდრონიკოს კაკულისი, ლოიზოს ლოიზუ (ორივე – „ომონია“, კვიპროსი), ანტონიუ მინასი („ანორთოსისი“, კვიპროსი), იოანის პიტასი (აიკ-ი, შვედეთი)

ნაკრებში პირველად გამოიძახეს აპოელ-ის ნახევარმცველი სტავროს გავრიელი, ხოლო ექტორ კვიპრიანუ ეროვნულ გუნდში 2021 წლის ივნისის შემდეგ დაბრუნდა.

კვიპროსის ნაკრები მზადებას ორშაბათს, 9 ოქტომბერს დაიწყებს.