თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ყველა ვარსკვლავის საქველმოქმედო მატჩი წარადგინა #1TVSPORT
თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ყველა ვარსკვლავის საქველმოქმედო მატჩი წარადგინა #1TVSPORT

თემურ ქეცბაია მონაწილე და წარმდგენია კვიპროსში გასამართი საქველმოქმედო შეხვედრის, რომლის მიზანიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დახმარებაა, – ინფორმაციას გამოცემა „კერკიდა“ ავრცელებს.

საქველმოქმედო მატჩი 2023 წლის 6 იანვარს იფსონასში, „სტელიოს ჩარის“ სტადიონზე გაიმართება და ის ფეხბურთელები მიიწვიეს, რომლებმაც წარმატებით ითამაშეს კვიპროსის ჩემპიონატში და თავიანთი კვალი დატოვეს.

ლარნაკაში ყველა ვარსკვლავის საქველმოქმედო მატჩამდე გამართულ პრეზენტაციაზე თემურ ქეცბაია იმყოფებოდა ლუკა კურუსისთან ერთად – მწვრთნელთან, რომელმაც ბავშვობაში თავად დაამარცხა ონკოლოგიური დაავადება. ახლა სწორედ ის აორგანიზებს ყველა ვარსკვლავის მატჩს იფსონასის მერის მოადგილესთან, კლეანტი კარამანიდისთან ერთად.

ორგანიზატორების განცხადებით, კვიპროსის ყველა ვარსკვლავის საქველმოქმედო მატჩიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა პატარა გმირების დახმარების ფონდს. სტადიონზე შესვლა უფასო იქნება. მატჩის მონაწილეების საბოლოო სია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.