თემურ ქეცბაია - ვიდრე გუნდს დავჭირდები, „ანორთოსისში“ იქამდე დავრჩები #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - ვიდრე გუნდს დავჭირდები, „ანორთოსისში“ იქამდე დავრჩები #1TVSPORT

„ომონიასთან“ მარცხმა (0:5) „ანორთოსისის“ მოთამაშეები და ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იმედგაცრუებული დატოვა. ის წაგებით დამწუხრებული ჩანდა, თუმცა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ გამოცემა Sigmalive წერს და ქართველი სპეციალისტის კომენტარს აქვეყნებს.

„ვიდრე გუნდს დავჭირდები, „ანორთოსისში“ იქამდე დავრჩები, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ. გუნდი პირველ დივიზიონში გადარჩენისთვის იბრძოლებს“, – განაცხადა ქეცბაიამ.

კვიპროული გამოცემის შეფასებით, ქართველი მწვრთნელის ასეთი საჯარო დაპირება დასაფასებელია:

„ქეცბაიამ დიდ წარმატებას მიაღწია „ანორთოსისში“ როგორც მოთამაშემ და როგორც მწვრთნელმა. როდესაც ასეთი ადამიანი საჯაროდ აცხადებს, რომ მისი მიზანი გუნდის ლიგაში დატოვებაა, ეს მესიჯი შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.

ქართველ მწვრთნელს თავის მართლება არ დაუწყია. პირიქით, აჩვენა კრიზისის ის მასშტაბები, რომელშიც ისტორიული კლუბია. ქეცბაიას სიტყვები გაფრთხილებაა ყველასთვის „ანორთოსისში“, რომ ვითარება სიფხიზლესა და ერთიანობას მოითხოვს“, – ვკითხულობთ Sigmalive-ში.