თემურ ქეცბაია - ვაისი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უმუშავია
თემურ ქეცბაია - ვაისი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უმუშავია

ვაისმა გააკეთა ის, რაც ვერავინ მოახერხა, მან ამ დღემდე მოგვიყვანა“, – ეს საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა.

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა დღეს, საღამოს გასამართ მატჩზე ისაუბრა. ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება – გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატზე ითმაშებს.

„ვაისი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უმუშავია. მთელი გულით და სულით მინდა მას, ჩვენს ნაკრებსა და მთელ საქართველოს დიდი წარმატება ვუსურვო. მომწონს ისიც, რომ ვაისი ნაკრებში მხოლოდ 11 ფეხბურთელს არ ეყრდნობა. ის ყველას იყენებს და კალენდარის მიხედვით როტაციას კარგად ახერხებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებმა დღესაც მოიგოს და ერთა ლიგის დანარჩენი ორი მატჩშიც, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გავიდეთ“, – ამბობს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ თემურ ქეცბაია.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ 12 ნოემბერს გაიმართება. ეროვნული გუნდის ისტორიული მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.