თემურ ქეცბაია - რთული თამაში მოვიგეთ და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ
თემურ ქეცბაია - რთული თამაში მოვიგეთ და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ

თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურში გამარჯვების შემდეგ. ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა „ანორთოსმა“ პარალიმნისსტადიო ტასოს მარკუზე“ გასვლით მატჩში „ენოსისი“ თორნიკე ოქრიაშვილის დუბლით 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„რთული თამაში მოვიგეთ და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი დასაწყისშივე შევქმენით და თამაშის ბედის გადაწყვეტა პირველივე ტაიმში შეგვეძლო, მაგრამ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ. ეს მეორე ნახევარში მოვახერხეთ. მიხარია, რომ როგორც იქნა, თამაში კარგად ჩავატარეთ და მოვიგეთ“, – განაცხადა „ანორთოსისის“ მწვრთნელმა.

ანორთოსისმა“ 25 ტურში 48 ქულა დააგროვა და კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ ნიქოზიას „ომონიას“ ხუთი ქულით ჩამორჩება.