თემურ ქეცბაია - „რაპიდი“ ძლიერია, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ​ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - „რაპიდი“ ძლიერია, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ​ #1TVSPORT

დღეს ევროპის ლიგის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. ევროსარბიელზე გამოსვლას იწყებს კვიპროსის თასის მფლობელი, თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისი“, რომელიც ვენის „ალიანს სტადიონზე“ ავსტრიის ვენის „რაპიდს“ შეხვდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იმედიანი განცხადებები გააკეთა.

„კვიპროსის თასის მფლობელის მიზანი მხოლოდ გამარჯვება და შედეგის მიღწევაა. მოხარულები ვართ, რომ ევროსარბიელს დავუბრუნდით. შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ გავიმარჯვოთ და ეს ეტაპი გავიაროთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

ვენის „რაპიდმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშება ცუდად დაიწყო და ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა დააგროვა. თუმცა გასული სეზონი კარგად ჩაატარა და ავსტრიის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ვენის „რაპიდს“ განმეორებით შეხვედრაში 12 აგვისტოს ლარნაკას „ანტონის პაპადოპულოს არენაზე“ უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი