თემურ ქეცბაია - მიზანს 90 წუთი გვაშორებს და ვეცდებით, მაქსიმუმს მივაღწიოთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - მიზანს 90 წუთი გვაშორებს და ვეცდებით, მაქსიმუმს მივაღწიოთ #1TVSPORT

ბელგრადის „პარტიზანთან“ კონფერენს ლიგის ბოლო ტურის მატჩის მოგებით თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ევროტურინირის პლეი ოფში გავა. კვიპროსული გუნდის ქართველმა მწვრთნელმა სერბეთში პრესკონფერენცია გამართა და „პარტიზანთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენთვის დიდი წარმატებაა, ჯგუფში ბოლო თამაშის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი რომ გაგვაჩნია. ფეხბურთელები მილოცვებს იმსახურებენ. ჩვენ ნამდვილად ძალიან კარგ გუნდთან ვთამაშობთ, რომელმაც სახლში უკვე დაგვამარცხა. მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ჩვენთვის დიდი წარმატებაა ამ მატჩში კონკურენტის რანგში თამაში. ჩვენ ვიცით, როგორი მოწინააღმდეგე გვყავს, მაგრამ საკუთარი პოტენციალის გვჯერა. ეს კარგი შესაძლებლობაა, ხალხს დიდი სიხარული მივანიჭოთ. ევროსეზონის დაწყებამდე ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ახლა სასურველ მიზნამდე 90 წუთი გვაშორებს და ვეცდებით, რაც შეიძლება მეტს მივაღწიოთ“, – განცხადა ქეცბაიამ.

ქართველმა მწვრთნელმა ასევე ისაუბრა, როგორ აპირებს „პარტიზანის“ წინააღმდეგ თამაშს.

„ჩვენ ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. პირველი მატჩის შემდეგ „პარტიზანში“ რაღაცები შეიცვალა. მაგალითად, ზოგიერთი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განსხვავებული დონის გუნდს ვხვდებით. ჩვენ უფრო ვართ პირველი მატჩის შემდეგ შეცვლილები. ის ფაქტი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, არ ნიშნავს იმას, რომ მიზნის მისაღწევად წინ ისე გავიქცევით, რომ დაცვას არ მივხედავთ“.

ქეცბაია იმედოვნებს, რომ გუნდი 2008 წლის შედეგს გააუმჯობესებს, როდესაც „ანორთოსისს“ პირველად წვრთნიდა.

„2008 წელს ყველაფერი სხვაგვარად იყო, მაშინ გუნდში რაღაც ხდებოდა. ახლა ასეთი პრობლემები აღარაა. ახლა ჩვენ პრობლემები კვიპროსის ჩემპიონატში გვაქვს, მაგრამ ამას ვერ შევცვლით. როგორც ჩანს, ევროტურნირსა და ჩემპიონატში თანაბრად თამაში ადვილი არ არის. რასაც ვერ მივაღწიეთ 2008 წელს, იმედი გვაქვს, ახლა მივაღწევთ“.