თემურ ქეცბაია - მეტ ქულას ვიმსახურებდით, „ანორთოსისის“ ბიუჯეტს დამატებით მილიონი მოვუტანეთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - მეტ ქულას ვიმსახურებდით, „ანორთოსისის“ ბიუჯეტს დამატებით მილიონი მოვუტანეთ #1TVSPORT

„კვიპროსი ჩვენ თამაშით იამაყებს“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ ბელგრადში „პარტიზანთან“ კონფერენს ლიგის ჯგუფში ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრის შემდეგ. პრესკონფერენციაზე „ანორთოსისის“ მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ევროტურნირზე ღირსეულად გამოვიდა.

„სერბეთის ჩემპიონთან მოგების შესაძლებლობა ბოლო წუთამდე გვქონდა. ჩვენი თამაშით კვიპროსი იამაყებს. ბოლომდე ვიბრძოდით. იღბალი ჩვენსკენ რომ ყოფილიყო, მეორე გოლსაც გავიტანდით. ორივე გუნდისთვის ძალიან რთულია იყო გაყინულ მოედანზე თამაში“, – განაცხადა ქეცბაიამ.

მან ევროტურნირსა და კვიპროსის ჩემპიონატზე გუნდის გამოსვლა შეაფასა:

„ასეთი თამაშები კვიპროსის ჩემოპიონატის მატჩებისგან განსხვავდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კვიპროსზე ბოლომდე არ უნდა დავიხარჯოთ. ახლა კვიპროსის ჩემპიონატზე ვიქნებით კონცენტრირებულები. იმედია, ეს თამაში ჩვენს იმიჯს შეცვლის. ზოგადად, ბოლო მატჩებით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მჯერა, მდგომარეობას მალე გამოვასწორებთ“.

თემურ ქეცბაია კონფერენს ლიგას დაუბრუნდა:

„ევროტურნირის მატჩებში გუნდმაც და თითოეულმა ფეხბურთელმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო. მიმაჩნია, რომ ჩვენ უკეთესადაც შეგვეძლო გვეთამაშა. „ანორთოსისი“ 5-6 ქულით მეტს იმსახურებდა, რამდენიმე უხეში შეცდომა რომ არ დაგვეშვა. მთავარია, რომ კონფერენს ლიგაზე ჯგუფში შესვლის შემდეგ, გუნდის ბიუჯეტს დამატებით მილიონი ევრო მოვუტანეთ“.