თემურ ქეცბაია - ისეთი გრაფიკით ვთამაშობთ, ტრავმირებულები სულ გვეყოლება #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - ისეთი გრაფიკით ვთამაშობთ, ტრავმირებულები სულ გვეყოლება #1TVSPORT

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა ახნასეთნიკოსთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაზე, რომელიც მისმა გუნდმა კარგად დაიწყო და ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში გამარჯვება კინაღამ გაანიავა.

თემურ ქეცბაიას თქმით, ეს ევროგათამაშებაზე მონაწილეობის შედეგია, რომელმაც გუნდს დიდი ენერგია წაართვა:

„კვიპროსული ფეხბურთი აჩვენებს, რომ ადვილი თამაშები არ არსებობს. ყველა მატჩი რთულია. მეორე ტაიმში დაღლილობა დაგვეტყო, რადგან ევროტურნირებზე დიდი ძალა და ენერგია დავხარჯეთ, მაგრამ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოვხვდით და დეკემბრამდე ასე იქნება“, – განაცხადა ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ გადატვირთული სათამაშო გრაფიკის ეშინია: 

ევროტურნირებისა და კვიპროსის ჩემპიონატის მატჩებს ეროვნული ნაკრებების მატჩებში ფეხბურთელთა მონაწილეობა ემატება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ პერიოდში 11-12 ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებაზე მიდის და გუნდს ნორმალურად ვერც ვავარჯიშებთ. ასეთ დროს, ტრავმირებულები სულ გვეყოლება“.