თემურ ქეცბაია - იმედგაცრუებული ვარ, დღეს ბევრი უაზროდ დარბოდა #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - იმედგაცრუებული ვარ, დღეს ბევრი უაზროდ დარბოდა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ტალინში „ფლორას“ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ესტუმრა და დიდი იმედების მიუხედავად, მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2.

მატჩის შემდეგ ფამაგუსტას კლუბის ქართველი მწვრთნელი შედეგით იმედგაცრუებული დარჩა და განაცხადა, რომ გუნდი ისევ ინდივიდუალურმა შეცდომებმა დააღალატა.

„როდესაც საკუთარ თავს ევროთასებზე ვაძლევთ იმის უფლებას, რომ გოლები ასე იოლად გავუშვათ, წარმატებაზე ფიქრი რთულია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ორი თამაში, სადაც პირველი ტაიმში შეგვეძლო 3 ქულის მოპოვება, სამწუხაროდ, ისევ ძველი დაავადების გამო ვერ მოვიგეთ. ეს პრობლემა, რომელიც დღემდე გვაქვს, ინდივიდუალური შეცდომებია. იმ ადამიანების ინდივიდუალური შეცდომები, რომლებიც ამდენი წელია ფეხბურთს თამაშობენ, რაც ძვირად დაგვიჯდა და ბოლოს, საერთოდ, შეიძლებოდა წაგვეგო“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ. მისი თქმით, მომხდარში სამწვრთნელო შეცდომები არაფერ შუაშია:

„დღეს უფრო იმედგაცრუებული ვარ, ვიდრე პირველ მატჩში. მომხდარი არაა ტაქტიკის ბრალი – ყველაფერი ინდივიდუალურმა შეცდომებმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ გაგვიმართლა, ქულა რომ მოვიპოვეთ. ამ შეცდომების გამოსავალი უნდა ვეძებოთ, რასაც სეზონის დასაწყისიდან ვუშვებთ. რისვანისი იმიტომ გამოვიდა, რომ პირველში ითამაშებს, მეორეში არაიური. გაშვებული გოლები მხოლოდ მცველების ბრალი არაა. დღეს ბევრი მოთამაშე აქეთ-იქით უაზროდ დარბოდა, მაგრამ სწორად არ ვმოძრაობდით. დაღლილობა საბაბი არ უნდა იყოს. გვეგონა, რომ 2:0-ის შემდეგ თამაში დასრულდა. ჩვენ შეცდომები უნდა შევამციროთ – გამოსავალი ესაა“.

„ანორთოსისი“ ტალინში „ფლორას“ 0:2-ს უგებდა, მაგრამ ისევე როგორც კვიპროსში გამართულ პირველ შეხვედრაში, ესტონელებმა ხასიათი გამოავლინეს და ანგარიში გაათანაბრეს 2:2. კონფერენს ლიგის „ბ“ ჯგუფში გამართული 4 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა.