თემურ ქეცბაია - ესტონეთში მოსაგებად ჩამოვედით #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - ესტონეთში მოსაგებად ჩამოვედით #1TVSPORT

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ტალინში, „ფლორასთანკონფერენს ლიგის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ჯგუფურ ეტაპზე პირველ მოგებას გეგმავს.

„პირველ თამაშში იმედგაცრუებული ვიყავით, რადგან 2:0-ს ვიგებდით და საბოლოოდ, ფრე ვითამაშეთ. ჩვენ აქ მოსაგებად მოვედით. „ომონიასთან“ გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა, რადგან ჩემპიონთან მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ხვალინდელი გამარჯვება არა მხოლოდ სასიამოვნო იქნება, მაგრამ ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან თანხის მიღების საშუალებას მოგვცემს“, – ამბობს ქეცბაია.

მან „ფლორას“ ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებაც ილაპარაკა.

„ყველა გუნდს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენთვის გაკვეთილი ის იყო, რომ 2:0-ზე თამაში ხელიდან გავუშვით და ვერ მოვიგეთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს თამაში განსხვავებული იქნება, ვიდრე კვიპროსში გამართული შეხვედრა. ბურთი ბევრად სწრაფად იმოძრავებს მოედანზე, ვიდრე ეს კვიპროსში ხდებოდა. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება“.

ქეცბაიამ ასევე კომენტარი გააკეთა, შეუძლია თუ არა მის გუნდს ჯგუფიდან გასვლა.

„არ მინდა ვიფიქრო, რა მოხდება ბოლოს. ხვალ თამაში გვაქვს და თუ გავიმარჯვებთ, იმედი გვაქვს, სასურველ შედეგს ჯგუფშიც მივაღწევთ. მაგრამ ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ. აუცილებლად იქნება შემადგენლობაში ცვლილებები, შეცდომების რაოდენობა უნდა შევამციროთ, რადგან რთული მეტოქე გვყავს. „ომონიასთან“ მოგების შემდეგ გუნდში მშვენიერი განწყობაა“.