თემურ ქეცბაია - ჩემი „ანორთოსისი“ პირველი კვიპროსული გუნდია, რომელიც ჯერ ჩემპიონთა და შემდეგ კონფერენს ლიგების ჯგუფებში მოხვდა #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - ჩემი „ანორთოსისი“ პირველი კვიპროსული გუნდია, რომელიც ჯერ ჩემპიონთა და შემდეგ კონფერენს ლიგების ჯგუფებში მოხვდა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისისა“ და ბეერ-შევასჰაპოელის“ მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ისტორიული შედეგი უწოდა.

„ჩვენ ამ ურთულესი ამოცანის გადაჭრა შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ მომზადებაში ბევრი ფაქტორი გვაბრკოლებდა. ვამაყობ ფეხბურთელებით, ისინი მოედანზე გავიდნენ და გამარჯვებულები გამოვიდნენ. მათ სირთულეები ჰქონდათ თამაშში, რადგან მეტოქე კარგი გუნდია. პირველ ტაიმში ბევრი კარგი მომენტით ვერ ვისარგებლეთ, მაგრამ საბედნიეროდ, მეორე ნახევარში ორი გოლი გავიტანეთ და პირველი კვიპროსული გუნდი ვართ, რომელიც ჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა, ახლა კი – კონფერენს ლიგის. მადლობა მენეჯერებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ გულშემატკივრების თანადგომის გარეშე ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევდით. ჩვენ ვაჩვენეთ, მათთან ერთად რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ ამ წარმატებას ვიმსახურებდით“, – თქვა თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელის თქმით, მისვლის დღიდან გუნდს წარმატებისთვის ამზადებდა:

„ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით კარგი გუნდი. ჯერ სეზონი არ დაგვიწყია და ყველაზე დიდი მატჩი მოვიგეთ. მივაღწიეთ პირველ მიზანს – ჯგუფებში შესვლას. სწორედ იქ არის ფული. მე ყოველთვის ვცდილობ ვიყო სამართლიანი და მადლობა ღმერთს, რომ ეს მე ყოველთვის მეხმარება, გავახარო გულშემატკივრები. ახლა ვერ ვიტყვი, კიდევ დავიმატებთ თუ არა მოთამაშეებს, მაგრამ წესით ხალხი უნდა დაგვჭირდეს, რადგან ევროსარბიელსა და კვიპროსის ჩემპიონატზე ბევრი თამაში იქნება“.

კონფერენს ლიგის პლეი ოფში ბეერ-შევას „ჰაპოელთან“ გასვლითი შეხვედრა „ანორთოსისმა“ 0:0 დაასრულა, განმეორებითი მატჩი კი 3:1 მოიგო, კონფედერაციების ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა და უეფა-სგან სამ მილიონ ევროს მიიღებს.

თემურ ქეცბაიამ 13 წლის შემდეგ ფამაგუსტას გუნდი ევროპული ტურნირის ჯგუფში კვლავ გაიყვანა – ქართველმა მწვრთნელმა 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა – ასეთ შედეგს კვიპროსის ისტორიაში პირველად სწორედ ფამაგუსტელებმა მაიღწიეს. სულ კი ასეთ წარმატებას ქეცბაიამ მწვრთნელის რანგში მესამედ მიაღწია – 2009 წელს ქეცბაია პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა და ბერძნული გუნდიც ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.