თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ ბრუნდება
თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ ბრუნდება

თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისს“ გაწვრთნის – ინფორმაციას კვიპროსული მედია საშუალებები ავრცელებენ.

კლუბი ბოლო დროს უმძიმეს ფინანსურ პრობლემებს განიცდის, დირექტორატში კი დაპირისპირებაა და „ანორთოსისმა“ ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. ფამაგუსტას გუნდში ორი ქართველი თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე თამაშობენ. საინტერესოა, რომ კაჭარავა კვიპროსშია დაბადებულია და ქეცბაიას ნათლულია.

ქეცბაიას სათამაშო და სამწვრთნელო კარიერა ფამაგუსტას გუნდს უკავშირდება. გუნდში კარიერის დასაწყისსა და ბოლოში (1992–1994, 2002–2006) თამაშობდა, მისი მოთამაშე მწვრთნელი იყო, მერე კი მთავარი მწვრთნელი გახდა და 2008 წელს „ანორთოსისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავისი არსებობის ისტორიაშ პირველად გაიყვანა.

2009 წელს ქეცბაია პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. მეთაურობით გუნდმა 6 მატჩი გამართა, რომელთაგან 5 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ამის მიუხედავად, გუნდის ლიდერებთან კონფლიქტის გამო კლუბის დატოვება მოუხდა.

2010-2015 წლებში თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. 2015 წლის აგვისტოში „აპოელი“ ჩაიბარა, მერე ათენის აეკ-ი (2016), ბოლოს რუსულ „ორენბურგში“ (2017) მუშაობდა – ბოლო ორი წლი კი უმუშევარია.

გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის ქართველი სპეციალისტი კლუბის დირექტორატს შეუთანხმდა და „ანორთოსისს“ ზაფხულიდან ჩაიბარებს.