თემურ ქეცბაია - „ანორთოსისში“ ახალ ფეხბურთელებს მოვიყვანთ, რომლებიც გაგვაძლიერებენ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - „ანორთოსისში“ ახალ ფეხბურთელებს მოვიყვანთ, რომლებიც გაგვაძლიერებენ #1TVSPORT

პაეეკ-თან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ „ანორთოსისის“ მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა და წარმატებულად ჩატარებული ბოლო ოთხი მატჩის შესახებ ისაუბრა:

„მოგება იოლი არ იყო, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. სამი ქულა ავიღეთ და პატიოსნად მოვიგეთ. ზედიზედ მესამედ გავიმარჯვეთ და საკუთარ კარში ბურთი არ გაგვიშვია. ეს იმის მანიშნებელია, რომ „ანორთოსისი“ იზრდება და ჩემპიონობისკენ მიდის. შეტევა კარგად გამოგვდის, მაგრამ დაცვაში პრობლემები ისევ გვქონდა. სასიხარულოა, რომ ამ მატჩებში გოლი არ გავუშვით. დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ახლა საუბარი არ მინდა, ვიბრძოლებთ თუ არა ჩემპიონობისთვის. თავიდანვე რამდენიმე მიზანი გვქონდა, ერთს მივაღწიეთ და დანარჩენ ორს ბოლომდე მივყვებით“, – ამბობს თემურ ქეცბაია.

„ანორთოსისის“ მწვრთნელმა კომენტარი იანვრის სატრანსფერო გეგმების შესახებაც გააკეთა:

„ზედიზედ სამ მოგებას სატრანსფერო პერიოდში ჩვენი გეგმები არ შეუცვლია. რამდენიმე ფეხბურთელის მოყვანა აუცილებლად დაგჭირდება. საერთოდ, იანვარში კარგი ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ არის, კარგი მოთამაშეები ყველა გუნდს სჭირდება, ასეთები კი ძირითადად ზაფხულში თავისუფლდებიან. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფრთხილი არჩევანი, რათა მოვიზიდოთ ასეთი ახალწვეულები“, – განაცხადა ქეცბაიამ.

პაეეკ-თან (0:2) გამარჯვებით, „ანორთოსისმა“ 22 ქულა დააგროვა და 14 ტურის შემდეგ მეექვსედან მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, რაც პირველ ექვსეულში თამაშის და ჩემპიონობისთვის ბრძოლის უფლებას იძლევა.