თემურ ქეცბაია - „ანორთოსისისთვის“ საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა
თემურ ქეცბაია - „ანორთოსისისთვის“ საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

„ორი წაგებული თამაშის შემდეგ, დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო. მატჩი რთული გამოდგა, ვულოცავ ფეხბურთელებს. პირველ ტაიმში შანსები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ მოუთმენლად ველით შემდეგ შეხვედრებს, რომ მეტი ქულა დავაგროვოთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. საჩემპიონო ბრძოლა ჩვენთვის არ დასრულებულა“, – „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ აუტსაიდერი, „ახნას ეთნიკოსი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა და ფამაგუსტელები 18 ტურის შემეგ 33 ქულით მხოლოდ მე-4 ადგილზე არიან.

თემურ ქეცბაიას გუნდი ისევ საჩემპიონო ბრძოლაშია, რადგან პირველადგილოსან „აპოლონს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, ხოლო „ომონიას“ და აელ-ს, შესაბამისად, ორი და ერთი ქულით.

„ანორთოსისის“ ქართველ მწვრთნელს სწორედ ეს ფაქტი აიმედებს და აცხადებს, რომ საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.