თემურ ქეცბაია - ანანიძეს ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება
თემურ ქეცბაია - ანანიძეს ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება

„როგორც ჩანს, ანანიძეს ფორმაში შესასვლელად უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე თავიდან გვეგონა“ – ეს თემურ ქეცბაიამ ანორთოსისისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე აეკ-თან მატჩის შემდეგ განაცხადა.

თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმალარნაკას აეკ-ი კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში 3:0 დაამარცხა და გათამაშებას 46 ქულით ნიქოზიასომონიასთან“ ერთად ლიდერობს, მაგრამ კონკურენტს ბურთების სხვაობით ასწრებს და პირველ ადგილზეა.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგემლობაში ოთხმა ქართველმა ითამაშა, მათ შორის, ჯანო ანანიძემ, რომელიც ქეცბაიამ 55-ე წუთზე შეცვალა.

„მე ვიცი ანანიძის ფასი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ეს შესანიშნავი მოთამაშე ამჟამად საუკეთესოდ არ გამოიყურება. ცხადია, ველოდები, რომ ანანიძე თავის შესაძლებლობებს გამოავლენს. ჯანო ფორმაში რომ შევა და საკუთარ შესაძლებლობებს 100 პროცენტით გამოავლენს, მას გუნდის თამაშის ხარისხის რადიკალურად შეცვლა შეუძლია“ – აცხადებს „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელი.