თემურ ნოზაძის პირველი გამარჯვება ბუდაპეშტის გრანდ სლემზე [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მონაწილეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში ორ წონით კატეგორიაში – 60 და 66 კგ-ში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე და ვაჟა მარგველაშვილი შეეცდებიან. 60 კგ-ში თემურ ნოზაძემ პირველ დაპირისპირებაში ბრიტანეთის წარმომადგენელი – დილან მუნრო შებოჭვით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი მეორე შეხვედრას ჩეხ დავიდ პულკრაბეკსა და უნგრელ მარტონ ანდრასს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

შეჯიბრზე რამდენიმე წუთის წინ პირველი გამარჯვება მოიპოვა ლუხუმ ჩხვიმიანმაც (60კგ). გრანდ სლემზე დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება.

დღეს ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 19:00-ზე გაიმართება.