თემურ ნოზაძემ იაპონელი კოგა დაამარცხა და ნახევარფინალში იჭიდავებს, ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თემურ ნოზაძემ იაპონელი კოგა დაამარცხა და ნახევარფინალში იჭიდავებს, ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

თბილისის გრანდ სლემზე 60კგ-ში თემურ ნოზაძემ იაპონელ კოგას სძლია და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. სამწუხაროდ, ნახევარფინალში კორეელ მეტოქესთამ დამარცხდა ეთერ ლიპარტელიანი და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს თბილისის გრანდ სლემმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა კი 9 მედლით გუნდური პირველობაც მოიგო. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).

ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.