თემურ ფარცვანია გაამართლეს და კლუბის პრეზიდენტისგან ბოდიშს ითხოვს
თემურ ფარცვანია გაამართლეს და კლუბის პრეზიდენტისგან ბოდიშს ითხოვს

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დონეცკის „ოლიმპიკის“ ყოფილი მცველების, თემურ ფარცვანიასა და ემერსონ ილოი-აიეტის საკითხი განიხილა და ისინი გაამართლა.

მათ არ დაუმტკიცდათ „ოლიმპიკის“ პრეზიდენტის, ვლადისლავ გელზინის მიერ წაყენებული ბრალდება, თითქოს, უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურში ოდესის „ჩერნომორეცთან“ წაგებული (1:3) თამაში შეგნებულად ჩააგდეს.

ახლა ფარცვანია „ოლიმპიკის“ პრეზიდენტისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„სამართლიანობამ გაიმარჯვა. ახლა მინდა, რომ ბოდიშის მოიხადონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ჩემი პატიოსნება ეჭვქვეშ დააყენეს და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენა. იქნებ, ნორმალურად მიგაჩნიათ, ერთი ამბავი ატეხოთ მაშინ, როდესაც ამის მტკიცებულება არ გაგაჩნიათ? ველოდები ბოდიშს „ოლიმპიკის“ პრეზიდენტის, ვლადისლავ გელცინისა და კლუბის მენეჯერისგან, რომლებიც ფეხბურთისადმი ჩემს პატიოსან დამოკიდებულებაში დაეჭვდნენ. ასევე მაინტერესებს, რას იტყვის გადაცემა „პროფუბოტბოლის“ ექსპერტი ოლეგ ვინგლინსკი, რომელმაც პირდაპირ ეთერში ჩვენს პატიოსნებაში ეჭვი შეიტანა. ახლა ისინი აღიარებენ, რომ არასწორად მოიქცნენ?“, – ეს განცხადება თემურ ფარცვანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.