ქართველმა პარაათლეტმა, თემურ დადიანმა მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის XXV პარალიმპიურ თამაშებზე პარა ქროს-ქანთრიში გამოსვლა დაასრულა. კორტინაში გამართულ შეჯიბრებაში მან ერთკილომეტრიანი დისტანცია 2 წუთსა და 40 წამში დაფარა და საბოლოოდ 33-ე ადგილი დაიკავა.
დადიანმა ასევე ათკილომეტრიან დისტანციაზეც იასპარეზა, რომელიც 33 წუთსა და 5 წამში გაიარა და 29-ე შედეგი აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ თემურ დადიანი პირველი ქართველი პარაათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა.
მილანისა და კორტინის პარალიმპიურ თამაშებზე 13 მარტს პარაათლეტი ლუკა ლომაია პარასნოუბორდის დისციპლინაში გამოვა.