თემურ დადიანი გახდა პირველი ქართველი პარაათლეტი, რომელმაც 2026 წლის ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მიიღო #1TVSPORT

20:17, 04.02.2026

თემურ დადიანი გახდა პირველი ქართველი პარაათლეტი, რომელმაც 2026 წლის ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

სათხილამურო და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, რატი იონათამიშვილის სახელზე ოფიციალური წერილი გამოაგზავნა, რითიც თემურ დადიანის ლიცენზია დაადასტურა.

ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი – მილანი და კორტინა უმასპინძლებს. შეჯიბრება 6-15 მარტს გაიმართება. თემურ დადიანი პარა ქროს-ქანთრის დიცსიპლინაში იასპარეზებს.

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი

მსგავსი