დღეს თემურ ბარქაიას სახელობის ტურნირი დასრულდა. ფოთის „კოლხეთი 1913“ – ის ყოფილი პრეზიდენტი გასულ წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისმა მეგობრებმა, ფოთის მუნიციპალური მერიის სპორტი სამსახურმა და ფოთის „კოლხეთმა“ მისი სახელობის ტურნირის გამართვა გადაწყვიტეს, რომელიც ტრადიციული გახდება.
მატჩები ფოთის ცენტრალურ სტადიონზე და ადგილობრივი საფეხბურთო ცენტრის მოედნებზე გაიმართა. „კოლხეთი 1913“-ის პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში 12 წლამდელი ასაკის 8 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თემურ ბარქაიას და ასევე თბილისში, ვაკის პარკში ტრაგიკულად გარდაცვილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.
თემურ ბარქაიას სახელობის ტურნირზე მესამე ადგილისათვის ბრძოლაში მარტვილის გუნდმა ქუთაისელი თანატოლები 3:2 დაამარცხა, ხოლო მთავარ პრიზს სამტრედიელები დაეუფლნენ, რომლებმაც ფინალში ბათუმის გუნდს 3:1 მოუგეს.
ბიზნესმენმა თემურ ბარქაიამ 21-ე საუკუნეში ფოთის „კოლხეთი-1913“-ს ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება გაუწია და ყველაზე წარმატებული მმართველი იყო. ის გუნდის დასახმარებლად სამჯერ მივიდა (2006-2009, 2010, 2013-2018) და სამივეჯერ დაბალ ლიგაში დაქვეითებული კლუბი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა.
თემურ ბარქაიამ „კოლხეთი-1913“ ჯანმრთელობის პრობლემების გამო 2018 წელს დატოვა და „კოლხეთის“ უკუსვლაც იმ დროიდან დაიწყო – ახლა ფოთის გუნდი მესამე ლიგაშია.