თემიკო ჭიჭინაძე - ჩრდილოეთ მაკედონია ბულგარეთზე ძლიერია, მაგრამ დაღმავლობა ექნება და რევანში უნდა ავიღოთ #1TVSPORT
თემიკო ჭიჭინაძე - ჩრდილოეთ მაკედონია ბულგარეთზე ძლიერია, მაგრამ დაღმავლობა ექნება და რევანში უნდა ავიღოთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტისსტუმარები, ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე და მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე იყვნენ. მათ 2021 წელს საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასეს და ერთა ლიგის ახალ სეზონში გუნდის შანსებზე ისაუბრეს.

„ეს ის ხალხია, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს, ძალიან კარგადაც ესმით და ვითარებასაც ძალიან კარგად ფლობენ. ჩვენ ისეთ მეტოქეებს შევხვდით, რომლებთანაც გვითამაშია, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ ეს თამაშები, ამ მეტოქეებთან ბრძოლა კი ნამდვილად შეიძლება. უკვე დადგა დრო, რომ გუნდმა რაიმე შედეგი აჩვენოს“, – განაცხადა გადაცემის თანაწამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა.

გიორგი ბაქრაძე: „სეზონი კარგად დავიწყეთ და ცუდად გავაგრძელეთ, მაგრამ სეზონის ბოლო დამაიმედებელი იყო, განსაკუთრებით, შვედეთთან მატჩი. იმედია, ესაა მაჩვენებელი, რაც გველის და არა წინა ხუთი შეხვედრა. მე მაინც ვისურვებდი მეტ სტაბილურობას, არა მარტო შედეგებში, თამაშის მხრივ და შემადგენლობაშიც. იმედია, ტრავმები ისე არ შეგვიშლის ხელს, რადგან ჩავარდნა დიდწილად ლიდერების ტრავმებთან იყო დაკავშირებული“.

თემიკო ჭიჭინაძე: „პირველ მატჩებში ხარისხით თანაბრად ვითამაშეთ, მერე ჩამოვცურდით ქვემოთ, წავაგეთ მატჩი კოსოვოსთან, რომელიც წასაგები არ იყო. იმოქმედა ლიდერების ტრავმებმა, მწვრთნელი გუნდს ეგუებოდა, მაგრამ საბოლოოდ, მოტივაცია რომ დაიკარგა, წნეხი მოიხსნა და გუნდი ლაღად ათამაშდა. იმედია, მომავალ ერთა ლიგაზე უფრო სტაბილურად ვითამაშებთ და უმოტივაციო თამაშები გამოვლენილ თვისებებს სხვა მატჩებშიც გამოვავლენთ“.

გიორგი ბაქრაძე: „მიმაჩნია, რომ ერთა ლიგის წილიწყრაზე გაგვიმართლა, რადგან თურქეთს და იმავე საბერძნეთს ავცდით. მათთან ჩვენი შანსები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ბულგარეთთან წავაგეთ, მაგრამ ამხანაგურ მატჩს ზედმეტ მნიშვნელობასაც ნუ მივანჭებთ. ასევე მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან რევანშს ავიღებთ. ჯგუფში არაა ფავორიტი, მაგრამ არის აუტსაიდერი – გიბრალტარი“.

თემიკო ჭიჭინაძე: „ჩრდილოეთ მაკედონია ყველაზე ძლიერი გუნდია. პანდევი 70 წლის გახდა და წავიდა, მაგრამ ძალიან საინტერესო ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ძლიერ ლიგებში თამაშობენ და სერიოზულ პოზიციებზე არიან – ელმასინაპოლიში“ წამყვანი მოთამაშეა. თუმცა მგონია, რომ დაღმავალ გზაზე წავლენ და ამ გზაზე რევანში უნდა ავიღოთ. ბულგარელების ფეხბურთს რაც შეეხება, მათი ფანი არასოდეს ვყოფილვარ. სტოიჩკოვის შემდეგ წარმატებისთვის არ მიუღწევიათ“.