ტელეკომპანია TNV-ს ვებგვერდი კვარაცხელიას ისევ უტევს - მან წინა სეზონთან შედარებით მნიშვნელოვნად დაუკლო #1TVSPORT
ტელეკომპანია TNV-ს ვებგვერდი კვარაცხელიას ისევ უტევს - მან წინა სეზონთან შედარებით მნიშვნელოვნად დაუკლო #1TVSPORT

ტელეკომპანია TNV-ს ვებგვერდი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ კეთილგანწყობილი არასდროს ყოფილა, რუსეთის პრემიერლიგის მე–8 ტურში „ზენიტთან“ (1:3) წაგებული მატჩის შემდეგ კი ამ მედიასაშუალების წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კვარაცხელიამ თამაშს საგრძნობლად დაუკლო.

„კატასტროფის მატჩის შემდეგ ყაზანელთა მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი წაგებას მსაჯის არაპროფესიონალზმს აბრალებდა, რაც „ზენიტთან“ „რუბინის“ მარცხის ასახსნელად ცუდი საბაბია. აღარაფერს ვამბობთ კვარაცხელიაზე, რომელმაც ამ სეზონში წინასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაუკლო. ქართველის დრიბლინგის ეფექტურობა შემცირდა, თამაშის სხვა კომპონენტებით კი წინა სეზონშიც ვერ გვხიბლავდა. ახლა ხვიჩა შეტევაში უფრო ხშირად კარგავს ბურთის, ვიდრე მეტოქის კართან ვითარებას ამწვავებს. გარდა ამისა, გუშინ კვარაცხელიამ მატჩი არ დაასრულა მორიგი ტრავმის გამო“, – წერს ტელეკომპანია TNV-ს ვებგვერდის ჟურნალისტი.

„ხვიჩამ კუნთი სპაზმა მიიღო. ცხადია, რომ ასეთი დაზიანებით თამაშის გაგრძელება ძნელი იყო“ – თქვა სლუცკიმ „ზენიტთან“ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ „ზენიტთან“ (1: 3) რუსეთის პრემიერლიგის მე–8 ტურის მატჩის შემდეგ მსაჯი სერგეი ივანოვი მიწასთან გაასწორა. მისი თქმით, კვარაცხელიას უამრავი სისხლჩაქცევა აქვს, ივანოვი კი უხეშობაზე თვალს ხუჭავდა.

დატოვე კომენტარი