ტელეკომპანია RAI "იუვენტუსისა" და "ტორინოს" მატჩს უკომენტაროდ გაუშვებს
ტელეკომპანია RAI "იუვენტუსისა" და "ტორინოს" მატჩს უკომენტაროდ გაუშვებს

იტალიური ტელეარხი Rai Sport ტურინულ დერბის “იუვენტუსსა” და “ტორინოს” შორის უკომენტაროდ აჩვენებს. ამის მიზეზი გაფიცვაა.

ჟურნალისტები ამ უკიდურეს ნაბიჯზე ტელეარხის მიმართ ღალატის გამო წავიდნენ. საქმე ისაა, რომ პირველად Rai Sport-ის ისტორიაში, ამ არხმა ვერ მიიღო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. ამასთან დაკავშირებით, 120-მა თანამშრომელმა გაფიცვა გამოაცხადა.

იტალიის თასის მეოთხედფინალი “იუვენტუსსა” და “ტორინოს” შორის 3 იანვარს არის დაგეგმილი. Rai Sport სეზონის ერთ-ერთ მთავარ მატჩს უკომენტაროდ გაუშვებს, გარდა ამისა, არ იქნება ჩართვები და ინტერვიუები მოედნიდან.

იტალიაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა ტელეკომპანია Mediaset-მა, რომელსაც ფლობს “მილანის” ყოფილი მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი.

დატოვე კომენტარი