ტელეკომპანია „მატჩ ტვ“ - კვარაცხელიას ესპანური და რუსული გუნდები იწვევენ
ტელეკომპანია „მატჩ ტვ“ - კვარაცხელიას ესპანური და რუსული გუნდები იწვევენ

ყაზანის „რუბინის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით უცნობი ესპანური გუნდი დაინტერესდა, ასევე რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი „კრასნოდარი“ – ინფორმაციას ტელეკომპანია „მატჩ ტვ“ (Match TV) ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს, კრასნოდარელები შეეცდებიან, რომ ყაზანური კლუბიდან 19 წლის ქართველი ფეხბურთელი დაიმატონ.

„გუნდი ქართველს 2019 წლის შეკრებაზე აკვირდებოდა. მაგრამ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი არ ღირდა ის ფულად, რასაც მისთვის ითხოვდნენ. მას შემდეგ კვარაცხელიას ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა,“ – წერს „მატჩ ტვ“.

ტელეკომპანიის გვერდი ამავე დროს ამტკიცებს, რომ ქართველით ესპანური გუნდიც დაინტერესდა: „ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დაინტერესებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩეს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ თანხაზე, რომელსაც „კრასნოდარი“ მოთამაშის საფასურად „რუბინს“ შესთავაზებს. არც ისაა გამორიცხული, რომ შემტევმა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს“.

დატოვე კომენტარი