ტელეგრამ-არხი - „როტორმა“ უთამაშებელ ქართველებს პრემიები გადაუხადა
ტელეგრამ-არხი - „როტორმა“ უთამაშებელ ქართველებს პრემიები გადაუხადა

ვოლგოგრადის „როტორის“, მისი ქართველი ფეხბურთელებისა და მენეჯერის, მამუკა ჯუღელის წინააღმდეგ რუსულ მედიაში ახალი ტალღა ააგორეს.

„ვოლგოგრადის „როტორის“ მენეჯმენტმა პრემიები ისეთ ფეხბურთელებს დაურიცხა, რომლებიც მოედანზე არასდროს გასულან. ნახევარმცველებმა ნიკა ყიფიანმა და ჯანო ანანიძემ, ხელფასების გარდა, პრემიის სახით 800 ათასი მანეთი (დაახლოებით 10,269 დოლარი) მიიღეს“, – ინფორმაციას ტელეგრამ-არხიმუტკო პროტივ” აქვეყნებს.

ტელეგრამ-არხი ყურადღებას ჯანო ანანიძეზე ამახვილებს: „ამავე დროს, ანანიძე არ გამოჩენილა ვოლგოგრადში, სადაც გუნდი ვარჯიშობს და თამაშობს. კლუბმა ტრავმის გამო მასთან ხელშეკრულება გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ გაწყვიტა, მაგრამ აღინიშნა, რომ ჯანო კლუბისგან ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე წავიდა“.

მუტკო პროტივის“ გავრცელებული ცნობის ბოლოს ბრალდების ვექტორი ჩნდება: „სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, რომ „როტორის“ საქმეებს აგენტი მამუკა ჯუღელი მართავს. მისი მმართველობის დროს გუნდში ხუთი ქართველი მოვიდა – საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე, ნიკოლაი ყიფიანი (რუსული პასპორტი მხოლოდ მას აქვს) და ჯანო ანანიძე, რომელმაც კლუბი უკვე დატოვა“.

აქვე ვიტყვით, რომ ზოგჯერ კლუბისა და ფეხბურთელის ხელშეკრულებაში წერია ის პრემიალური თანხა, რომელსაც უთამაშებლობის შემთხვევაში მოთამაშე მიიღებს – ეს თანხა პრემიის გარკვეული პროცენტია და არა სრული თანხა. ამიტომ უთამაშებელი მოთამაშისთვის პრემიის დარიცხვა არც „როტორს“ და არც ქართველებს არ მოუგონიათ.

რუსეთის პრემიელრიგის 10 ტურის შემდეგ „როტორი“ სამი ქულით ბოლო ადგილზეა, კორონავირუსის ფაქტების დაფიქსირების შემდეგ გუნდმა ორი მატჩი არ ჩაატარა და ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა.