„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო ლურჯი ბარათის შემოღებას მხარს დაუჭერს #1TVSPORT
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო ლურჯი ბარათის შემოღებას მხარს დაუჭერს #1TVSPORT

ბრიტანული გამოცემის, „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო ხვალ, 9 თებერვალს ფეხბურთში ლურჯი ბარათის შემოღებას მხარს დაუჭერს.

ლურჯი ბარათით მოთამაშეს მოედანს 10 წუთით დაატოვებინებენ. ფეხბურთელი ასეთ ბარათს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მეტოქის ძალიან სახიფათო სწრაფ შეტევას ჩაშლის ან მსაჯთან კამათს დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელებს. ასევე, ორი ლურჯი ბარათის ერთ შეხვედრაში მიღება წითელ ბარათად გარდაიქმნება, ისევე როგორც ერთი ლურჯისა და ერთი ყვითელი ბარათის.

გამოცემის ცნობით, საბჭოზე ასევე განიხილება წესი, რომლის მიხედვითაც, შეხვედრის მთავარ არბიტრთან ლაპარაკის უფლება მატჩისას მხოლოდ გუნდის კაპიტანს ექნება.

ახალ წესს 2024/25 წლის სეზონიდან მამაკაცთა და ქალთა შორის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის შეხვედრებისას გამოცდიან. სხვა საერთაშორისო ტურნირებზე ლურჯი ბარათის შემოღება ჯერ არ იგეგმება. როგორც გასულ თვეში უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, ამ წესს ფეხბურთთან კავშირი არ აქვს.