„თელავში“ ბოსნიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჩაირიცხა #1TVSPORT
„თელავში“ ბოსნიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჩაირიცხა #1TVSPORT

„თელავმა“ ახალი ლეგიონერი, ბოსნიელი ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი დაიმატა, – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„საქართველოს ჩემპიონატში გამოცხადებული შესვენების შემდეგ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 22 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი, ამარ ბეგიჩი დაიცავს. „თელავის“ ხელმძღვანელობამ ტრანსფერი უკვე შეათანხმა ბოსნიელ ფეხბურთელთან და ბეგიჩიც ჩვენს კლუბს უახლოეს დღეებში შემოუერთდება. ფეხბედნიერი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები „თელავთან“ ერთად“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ამარ ბეგიჩი

დაიბადა – 2000 წლის 7 აგვისტოს ბოსნიის ზენიცაში.

სიმაღლე – 183 სმ;

წონა – 74 კგ

ამპლუა – ნახევარმცველი

ბოლო კლუბი-  „ბორაცი“ (ბანია ლუკა, ბოსნია)

ამარ ბეგიჩის კარიერა მოკრძალებულ ბოსნიურ კლუბში 2019 წელს დაიწყო – დობოი კაკანის „მლადოსტის“ აღზრდილი 2021 წელს ბანია ლუკას „ბორაცში“ ჩაირიცხა, სადაც ორი სრული სეზონი დაჰყო.

ამარ ბეგიჩი „ბორაციდან“ მიიწვიეს ბოსნიის ახალგაზრდულ (U-21) ნაკრებში (12 მატჩი), 2021 წლის 19 დეკემბერს აშშ-ის ნაკრებთან (0:1) ეროვნული გუნდის მაისურა მოირგო და 40 წუთი ითამაშა.