თელავში ახალგაზრდა ქალმა დედას მხრის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმის თქმით, დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რა გახდა დედა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა.
პოლიციამ ახალგაზრდა ქალი უკვე დააკავა.