„თელავმა“ ზედიზედ მეორე ტესტ-მატჩი მოიგო #1TVSPORT
„თელავმა“ ზედიზედ მეორე ტესტ-მატჩი მოიგო #1TVSPORT

„თელავმა“ თბილისში მორიგი ტესტ-მატჩი „თბილისი სიტისთან“ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ზაფხულში გუნდი დიდი საკადრო პრობლემების წინაშე დადგა – „თელავი“ წამყვანი მოთამაშეების ნაწილმა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ დატოვეს. მისმა შემცვლელმა გია ცეცაძემ შემადგენლობის ხელახლა დაკომპლექტება დაიწყო და ცუდად დაწყებული საკონტროლო მატჩების სერია წარმატებული თამაშებით შეცვალა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, „თელავმა“ მეორე ტაიმი კარგად ჩაატარა და „თბილისი სიტის“ კარი ოთხჯერ აიღო. „თელავმა“ 4:0 გაიმარჯვა.

ანგარიში სტრაჰინია პავიშიჩმა გახსნა – სერბმა ნახევარმცველმა კუთხურის შესრულების შემდეგ გაიტანა. შემდეგ ბრაზილიელი შემტევი ვიტინიო მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი გოლად აქცია. 19 წლის გიორგი კვერნაძემ დუბლი შეასრულა. ორივე გოლი ეფექტური იყო – პირველზე საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შევარდა, მცველები ცრუ მოძრაობებით ჩამოიშორა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. მატჩის ბოლოს კი იგივე მარცხენა ფლანგიდან მოახერხა.

„თელავმა“ თბილისში წინა ტესტ-მატჩშიც წარმატებით ჩაატარა და ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერი „სამტრედიაც“ ოთხბურთიანი სხვაობით დაამარცხა 5:1.