„თელავმა“ წაუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა #1TVSPORT
„თელავმა“ წაუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის მორიგი მატჩი „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა – „თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.

თელაველებმა საკმაოდ დიდხნიანი შესვენების შემდეგ საკუთარ სახლში ითამაშეს და გულშემატკივრები გაახარეს. მასპინძლებმა ანგარიში 54-ე წუთზე გახსნეს. ცოტნე კაპანაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ თავი გიორგი ჯანელიძემ გამოიჩინა.

მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთმა აღმოჩენამ, „სამგურალმა“ 86-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა მოახერხა. მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ალექსანდრე ვერულიძემ გოლად გარდასახა 1:1.

ამ მატჩში მოპოვებული ქულით გიორგი მიქაძის „თელავმა“ წაუგებელი თამაშების სერია 5 მატჩამდე გაზარდა, 21 ტურში 19 ქულა დააგროვა და მერვეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ (19 ქულა) დაეწია, ხოლო წყალტუბოს „სამგურალი“ 29 ქულით ისევ მე-6 პოზიციაზე დარჩა.