„თელავმა“ სპარინგი მოიგო, თოლორდავა ესტონეთიდან დაბრუნდა #1TVSPORT
„თელავმა“ სპარინგი მოიგო, თოლორდავა ესტონეთიდან დაბრუნდა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“, მოსამზადებელ ეტაპზე მეოთხე ტესტ-მატჩი გამართა და „რუსთავი“ დაამარცხა

თელავის „კავკასიონი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გამარჯვებულებიდან გოლები კაპანაძემ, მარაქველიძემ და შეყილაძემ გაიტანეს, ხოლო სტუმრებიდან თავი ზაზიკაშვილმა და ბოსტოღანაშვილმა გამოიჩინეს, „თელავმა“ კი 3:2 მოიგო.

გუნდს მცველი ანტონ თოლორდავა დაუბრუნდა, რომელიც 12 იანვარს ესტონურ კლუბში, ტალინის „ლევადიაში“ ჩაირიცხა, მაგრამ 1 ივლისს გუნდი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

თოლორდავა ესტონეთში წასვლამდე „თელავის“ ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანი გახლდათ, გუნდისთვის მისი დაბრუნება მნიშვნელოვანი ნამატია.

დატოვე კომენტარი