„თელავმა“ სპარინგი ისევ მოიგო - მიქაძის გუნდმა „საბაჰი“ დაამარცხა #1TVSPORT
„თელავმა“ სპარინგი ისევ მოიგო - მიქაძის გუნდმა „საბაჰი“ დაამარცხა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ტესტ-მატჩი გამართა – გიორგი მიქაძის გუნდი აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანს, ბაქოს „საბაჰს“ შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

„თელავიდან“ აზერბაიჯანული გუნდის კარი აიღეს ზურაბ თევზაძემ, მირიან ჯიქიამ და გიორგი ჯანელიძემ. საბოლოოდ, „თელავმა“ მეტოქე 3:1 დაამარცხა და წარმატებული სპარინგ-მატჩების სერია გააგრძელა.

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“, ჩემპიონატისთვის სამზადისი 11 ივლისს განაახლა და სამი ამხანაგური მატჩი გამართა. პირველ მატჩში გუნდი თბილისში, შეკრებაზე მყოფ სომხეთის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანს, „არარატ-არმენიას“ გაეჯიბრა და იმედა აშორტიას გოლით 1:0 დაამარცხა.

„თელავი“ მეორე ტესტ-მატჩში მესამელიგელ „თბილისი სითის“ დაუპირისპირდა და 6:2 დაამარცხა. დუბლით ბრაზილიელი ახალწვეული ნათან ჟუნიორი და ლაშა კოხრეიძე გამოირჩნენ, თითოჯერ კი მეტოქის კარში ბურთები ცოტნე კაპანაძემ და გიორგი ხაბულიანმა გაიტანეს

„თელავი“ ეროვნული ლიგის გათამაშებას 22-ე ტურის მატჩით განაახლებს – ორშაბათს, 9 აგვისტოს, გია მიქაძის გუნდი ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ „ტორპედოსთან“ მატჩით განაახლებს.